„სოფელში ადამიანს არავინ აუკრძალავს საფლავზე გასვლას, მაგრამ…“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა :

-„სოფელში ადამიანს არავინ აუკრძალავს საფლავზე გასვლას, მაგრამ დიდი სუფრა არ იყოს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტი აქცენტი კეთდება თბილისსა და დიდ ქალაქებზე.
არავინ უშლის ადამიანებს მთელი კვირის განმავლობაში ერთი-ორი ადამიანი მივიდეს საფლავზე და დაანთოს სანთელი. განსაკუთრებული მონიტორინგი იქნება არასასიამოვნო ტრადიციაზე, -ეს არის სუფრის გაშლა.
ყველასთან იქნება ძალიან მოკრძალებული თხოვნა, ორშაბათ-სამშაბათს თავი შევიკავოთ საფლავზე გასვლისგან. ყველა ამ ორ დღეს ცდილობდა სასაფლაოზე გასვლას; ხომ შეიძლება გადანაწილდეს?!“

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება

კომენტარები