“სოფელში შიათ უსაქმურებს და ლოთებს”-ნინო ჯღარკავა

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოც ქსელში სირაღიბის გარშემო ატეხილ აჟიოტაშს ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა-“სოფელში გლეხს შიაოო აქ ვინც დამიწერთ ,მართლა კარგად გამოგლანძღავთ,სოფელში შიათ უსაქმურებს,ლოთებს და სხვის ხელის შემყურეებს, ბირჟაზე რომ ათენებენ დღე და ღამე,იმათაც მეზობლები სამადლოდ აჭმევენ, არ მიატოვებენ! მშრომელ კაცს რომელსაც არც ყანის გათოხვნა ეზარება,არც ჩაის კრეფა,არც თხილის გაშენება და ჩაბარება ,მერე იმ ფულით საქონლის ყიდვა მოვლა ,გაყიდვა ,ფულიც აქვს და საჭმელიც! მეც მყავს ბიძაშვილები სამეგრელოში ,დეიდები ,საჭმელი არასდროს აკლდათ და აქეთაც მიგზავნიან ,ამ საახალწლოდ ინდაურები ,ყველი, სოფლის ნობათი დეიდაჩემებმა გამოაგაზავნეს,ხოდა უსაქმური და ზარმაცი კაცი, სადაც გინდა დააგდე,ყველგან მშიერი იქნება!”-წერს ნინო ჯღარკავა


მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები