სოფელ ატენში მცხოვრებმა 150 თანასოფლელ ოჯახს სასურსათო პროდუქტები დაურიგა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მცხოვრებმა, გერო კაჯილაშვილმა, საკუთარი სახსრებით, ადგილობრივ მცხოვრებ 150 ოჯახს საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა.
მერის რწმუნებულის ნუგზარ მძინარაშვილის განცხადებით:
„ოჯახებზე ინფორმაცია კაჯილაშვილს ჩვენ მივაწოდეთ.  დაგვიკავშირდა ეს პიროვნება. თავისი სახსრებით გააკეთა ქველმოქმედება. მე გადავეცი სია. შევარჩიეთ ისეთი ოჯახები, ვისაც სახლში მოხუცებული ჰყავდა ან ამ პერიოდში სამსახური დაკარგა. ყველაზე მეტად რომელ ოჯახებსაც სჭირდებოდათ დახმარება, ისინი შევარჩიეთ. სულ 150 ოჯახი“.
კომენტარები