სოფელ მეტეხში, 4 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ – სკოლა დისტანციურ სწავლების

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, სკოლის 4 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ შიდა ქართლის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ სიმონ გულედანმა განაცხადა.

-„სკოლა დისტანციურ სწავლების მეთოდზე გადავიდა. ამ ოთხი მოსწავლიდან 3 ბავშვი ერთ ოჯახში ცხოვრობს. ეპიდემიოლოგებმა სავარაუდო კონტაქტი დაადგინეს. მოსწავლეები ბებიებისგან დაინფიცირდნენ, რომლებიც თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობენ“, – განაცხადა სიმონ გულედანმა.

სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლა ორი კვირის განმავლობაში, დისტანციურად გააგრძელებს მუშაობას.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ვებგვერდ StopCov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების ყველაზე ბევრი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.

აჭარაში – 189 ახალი შემთხვევა, თბილისში – 297 , იმერეთში – 150, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 3, ქვემო ქართლში – 11, შიდა ქართლში – 12, გურიაში – 6, მცხეთა-მთიანეთში – 9, კახეთში – 2 და სამცხე-ჯავახეთში – 1 ახალი შემთხვევა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 159 ადამიანი, გარდაიცვალა 109 პაციენტი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები