სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 63 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა – სად მუშაობდა ყარაჯალელი ქალი

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 911-ია. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა stopcov.ge-ზე.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავ 761 -ია. კორონავირუსით 14 ადამიანია გარდაცვლილი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კორონავირუსი დაუდასტურდა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 63 წლის ქალს.

ქალი თელავის რაონული საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სოფელ ყარაჯალაში მუშაობენ ეპიდემიოლოგები. მიმდინარეობს ქალბატონის კონტაქტების კვლევა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ადგილობრივი შემთხვევა არ არის და შესაძლოა, ქალი სამუშაო ადგილზე დაინფიცირდა.

სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ არსებული ბაზრის მოვაჭრეა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით:

„ამ ეტაპზე გამოკვეთილია  სამი კონტაქტი, ქალის შვილი, სიძე და შვილიშვილი. სამივე მათგანი კარანტინშია გადაყვანილი.

,ქალბატონი მუშაობს თბილისში. ყარაჯალაში ჩამოვიდა საღამოს, სამ პიროვნებასთან ერთად. სოფელში კონტაქტი არავისთან ჰქონია. შვილთან ერთად მიაკითხა საავადმყოფოს. ამ ეტაპზე ვცდილობთ მოვიკვლიოთ ყველა დეტალი, სადმე ხომ არ გადაადგილდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. შემოწმდებიან ასევე მედიკოსებიც”.

 

 

კომენტარები