სო­ფელ შინ­დის­ში ორ წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნამ თაგ­ვის სა­წამ­ლა­ვი და­ლია

გო­რის სო­ფელ შინ­დის­ში, ორ წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნამ თაგ­ვის სა­წამ­ლა­ვი და­ლია. იგი დე­და­თა და ბავ­შვთა რე­გი­ო­ნულ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ “იავ­ნა­ნა­ში” გა­და­იყ­ვა­ნეს.

ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ბავშვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

“კლი­ნი­კა­ში 1 წლის და 10 თვის გო­გო­ნა ამ სა­ღა­მოს შე­მო­იყ­ვა­ნეს. ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, თაგ­ვის სა­წამ­ლა­ვი ბავ­შვე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდომ ად­გილ­ზე არ იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა გო­გო­ნამ სე­ირ­ნო­ბი­სას მა­ინც შე­ნიშ­ნა და რამ­დე­ნი­მე მარ­ცვა­ლი პირ­ში ჩა­ი­დო, მშობ­ლის თქმით, მან დრო­უ­ლად შე­ნიშ­ნა მომ­ხდა­რი და ბავ­შვს პი­რის ღრუ გა­უ­სუფ­თა­ვა. კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნი­სას, პა­ცი­ენტს ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი გა­მო­ხა­ტუ­ლი არ ჰქონ­და. პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი, ჩა­უ­ტარ­და კუ­ჭის ლა­ვა­ჟი, ასე­ვე, ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­დას­ხმა. ამ­ჟა­მად, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, პა­ცი­ენ­ტი რჩე­ბა სტა­ცი­ო­ნარ­ში – “იავ­ნა­ნას” რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და მო­ნი­ტო­რინ­გის ქვე­შაა”, – გა­ნა­ცხა­და დე­და­თა და ბავ­შვთა რე­გი­ო­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექიმ­მა მა­რი­ნა გერ­გა­ულ­მა.

 

კომენტარები