რუსულმა ბაზარმა ჩაილურის წყალი დალია

სოფელ ჩაილურში მცხოვრები ფერმერები ხელისუფლებას რუსული ბაზრის შენარჩუნებას სთხოვენ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში ფერმერებმა და მევენახეებმა აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას რუსული ბაზრის შენარჩუნებას სთხოვენ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, მოყვანილი ხილს, ყურეძნსა და ღვინოს რუსულ ბაზარზე ყიდიან. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ბაზარზე პროდუქტის გატანა არ შეეძლებათ, ისინი პროდუქციის რეალიზაციას ვეღარ შეძლებენ.

,,ღვინის დიდი ნაწილი სწორედ რუსეთში გადის და ამ ბაზრის დაკარგვა ყურძენზე ფასის კლებას გამოიწვევს. შეიძლება არ გვსიამოვნებს რუსეთთან ურთიერთობა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. რომ დაიკეტოს ბაზარი და ვერაფრის გატანა ვეღარ შევძლოთ, მოსავალი გაგვიფუჭდება და ვეღარ გავყიდით. ვითხოვთ, მთავრობამ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომ რუსეთის ბაზარზე ისევ შევძლოთ პროდუქტის გატანა’’, – აცხადებენ აქციის მონაწილე ფერმერები.

აქციის მონაწილეები კახეთის გუბერნატორსა და პარლამენტის წევრ დავით ჭიჭინაძეს შეხვდნენ. ირაკლი ქადაგიშვილმა ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია.

გუბერნატორმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში გურჯაანში სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრები ფერმერებსა და აგროტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდებიან და აღნიშნულ საკითხს მათთან ერთად განიხილავენ.

წყარო: კახეთის ხმა

კომენტარები