სოფელ წითელი სოფელის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ წითელი სოფელის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში. დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი,ჩამოშლილი იყო გუმბათი. კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად: 

ტერიტორია გაიწმინდა ნანგრევებისგან და მოიხსნა დაზიანებული ნაწილები. 

მოხდა ბზარების ინექტირება. √ შეივსო აფსიდის დაზიანებული ნაწილები იდენტური მასალით. 

აღდგა აღმოსავლეთის კამარა, აგურით.

მოეწყო ხის კამარები და შეილესა. 

ამოშენდა გუმბათი აგურით, ნახევრადსფერული კამარა კი მოეწყო ხით. √ ნაკლული კარნიზი შეივსო იდენტური აგურით. 

ტაძარი გადაიხურა თუნუქით, ლორფინის იმიტაციით. 

მოეწყო იატაკი ახალი აგურით.

ჩაისვა ახალი კარ-ფანჯარა. 

შეილესა ინტერიერი. სოფ. წითელი სოფელის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს “ოდა-“ს მიერ ზურაბ ყიფშიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. 

კომენტარები