სოფელ ჭალადიდთან ავტოავარია მოხდა. 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ხობში, სოფელ ჭალადიდთან ავტოავარია მოხდა. დაშავებული 48 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს ეზოს ტერიტორიაზე,სასწრაფო–სამედიცინო სამსახურის მანქანაში გარდაიცვალა.
სატვირთო ავტომანქანა, რომელიც ქვა-ღორღით იყო დატვირთული, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა სატვირთოს მძღოლი.
მძღოლის მანქანიდან ამოყვანა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.