სოფელ ხურჩის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

-„სოფელ ხურჩის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ დაუყოვნებლივ გაააქტიურეს „ცხელი ხაზი“ და უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. ასევე სასწრაფოდ ჩავრთეთ პროცესში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ეს ფაქტი წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე რეგიონში არსებულ სტაბილურობას.

18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურჩას მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოთხოვნილ იქნა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მყისიერად მოხდა პროცესში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართვა.

ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები 3 პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე ცხელი ხაზით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ისე რეგიონში არსებულ სტაბილურობას“.

კომენტარები