სოფო გორგოძე – „დღეს დასრულდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა. მშვიდ ვითარებაში“

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პირველი კვირა შეაჯამა:

-„კორონავირუსის პანდემიის პარალელურად გამოცდების პირველმა კვირამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.  დღეს დასრულდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა.

იყო დაგვიანების შემთხვევები. ასევე იყო  ფაქტები, როდესაც აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებში მოსვლისას დაუდგინდათ ტემპერატურა,  მათ იზოლირებულ ოთახებში შეძლეს გამოცდის ჩაბარება.

ერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. სხვა აბიტურიენტები, რომლებიც ინფიცირებულის სექტორში იყვნენ, გამოცდებში მონაწილეობას კვლევების შემდეგ სპეციალურად გამოყოფილი სივრცეებიდან შეძლებენ“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება.

საგამოცდო ცენტრების ტექნიკურად არის აღჭურვილი.

გამოცდები ჩატარდება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

საგამოცდო ცენტრები და სექტორები ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებითაა მოწყობილი.

საგამოცდო ცენტრში პირბადით მისულ აბიტურიენტს, მაგიდასთან დაჯდომამდე ჯერ თერმოსკრინინგის და დეზობარიერის გავლა მოუწევს. პირბადის მოხსნა კი მხოლოდ გამოცდის დაწყების შემდეგ შეეძლება. ორმეტრიანი დაშორებით განთავსებულ თითოეულ მაგიდაზე დამონტაჟებული ექნება დამცავი ფარი. სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში, ტემპერატურის მიხედვით, იმოქმედებს სპეციალური წესები და საჭიროების შემთხვევაში აბიტურიენტს იზოლირებულ სივრცეში გადაიყვანენ. 37,5 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მას გამოცდიდან მოხსნიან.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი :

6 ივლისი -11 ივლისი – ქართული ენა და ლიტერატურა (I სესია)

12 ივლისი – ისტორია (I სესია) (II სესია)

13 ივლისი – ისტორია (I სესია)  (II სესია)

14 ივლისი – მათემატიკა (I სესია)

15 ივლისი – მათემატიკა (I სესია)

16 ივლისი – ბიოლოგია (I სესია)

17 ივლისი – (I სესია) რუსული ენა, ინგლისური ენა; (II სესია) ინგლისური ენა,

ფრანგული ენა

18 ივლისი – (I სესია) რუსული ენა, ინგლისური ენა; (II სესია) ინგლისური ენა;

19 ივლისი – (I სესია) გერმანული ენა; ინგლისური ენა; (II სესია) ინგლისური ენა;

20 ივლისი – ზოგადი უნარები (I სესია) (II სესია)

21 ივლისი – ზოგადი უნარები, ლიტერატურა (I სესია)

22 ივლისი – ფიზიკა, სახვითი ხელოვნება (I სესია)

23 ივლისი -გეოგრაფია (I სესია)

24 ივლისი – ქიმია (I სესია)

25 ივლისი -სამოქალაქო განათლება; სტუდენტთა საგრანტო კონკურსი (I სესია)

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:

1 აგვისტო (პირველი სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

2 აგვისტო (პირველი სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;

3 აგვისტო (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

4 აგვისტო (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით 25 ივლისს ერთ სესიად (პირველი სესია) ჩატარდება.

გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 35 წუთია.2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 3600-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

2020 წლის 30 აპრილს დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია.

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

კომენტარები