სოფო კილაძე – იმ რეზოლუციას ღიად დაუჭირეს მხარი, რომლის თანახმად, ომი საქართველომ დაიწყო და ლოგიკურად, ოკუპაციაც, საქართველოს დანაშაულით მოხდა

იმ რეზოლუციას ღიად დაუჭირეს მხარი, რომლის თანახმად, ომი საქართველომ დაიწყო და ლოგიკურად, ოკუპაციაც, საქართველოს დანაშაულით მოხდა. ამის შემდეგ, ეს პოლიტიკური ძალა ბრალს დებს „ქართულ ოცნებას“, თითქოს ჩვენ ვატარებთ ოკუპანტის ინტერესს და გამოგვყავს საქართველოს ომის დაწყების ინიციატორი. ამ უკანასკნელს, ყოველდღიურად ააქტიურებენ მათი პროპაგანდის ტელე- თუ ინტერნეტ-მედიასაშუალებები.

ვინ ემსახურება ოკუპანტს რეალურად? -ფაქტი ჯიუტია და დასკვნის გაკეთება არ უჭირს ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს. ძალიან, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროპაგანდა საზოგადოების მცირე ნაწილზე ზეგავლენას მაინც ახდენს. საზოგადოების ამ ნაწილს ვთხოვდი, ფაქტების და შედეგების მიხედვით შევაფასოთ უახლოესი წარსული და ის დიდი ტრაგედია, რაც ქვეყანას დამართეს. როდის იყო პროპაგანდის საფუძველზე ადამიანს სწორი დასკვნა გამოჰქონდა?!
წერს – სოფო კილაძე

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები