სოფო კილაძე: ნაცმოძრაობამ ორგანიზება გაუკეთა გერმანელი დიპლომატის წინააღმდეგ თავდასხმებს

– “როგორც კი ევროპის წამყვანი ქვეყნის, გერმანიის ელჩმა ოპოზიციის ნაწილი სიცრუეში ამხილა, ნაცმოძრაობამ ორგანიზება გაუკეთა თავდასხმებს, რომლის მსგავსი დიპლომატის წინააღმდეგ არ მახსოვს საქართველოს ისტორიაში არასდროს.

პრორუსული ძალის გარდა, ვინ შეეცდება საკუთარ ქვეყანას ურთიერთობა გაუფუჭოს ევროკავშირის წევრ უდიდესი გავლენის მქონე საქართველოს მეგობარ ქვეყანასთან?!

არ არის რთული მისახვედრი, საქმით რომელი პოლიტიკური ძალა ემსახურება რუსეთს ჩვენს ქვეყანაში. სიტყვით რას ამბობენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს ” – წერს  სოფო კილაძე

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები