„სოციალური დისტანცირების სტრატეგია არის ის, რაც ჩვენ უნდა დავხვეწოთ, ეს სტრატეგია კვლავ დაგვჭირდება“ – რობერტ რედფილდი
უახლოეს თვეებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და სოციალური დისტანცირება კორონავირუსისგან თავდაცვის მნიშვნელოვანი საშუალება იქნება.
ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, რობერტ რედფილდიმ განაცხადა.
-„თუ კორონავირუსის მეორე ტალღა გრიპის სეზონს დაემთხვევა, ეს გადატვირთავს საავადმყოფოებს. თუ უფრო მეტი ადამიანი მიიღებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებს, ეს მდგომარეობას შეამსუბუქებს.
ამერიკელების 47% სარგებლობს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. ვიმედოვნებთ, ამერიკელები მიხვდებიან, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, ქვეყანას შემოდგომის პერიოდი რომ გადალახოს.
სოციალური დისტანცირების სტრატეგია არის ის, რაც ჩვენ უნდა დავხვეწოთ, ეს სტრატეგია კვლავ დაგვჭირდება ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში“, – განაცხადა რობერტ რედფილდიმ.