სოციალური ქსელი Instagram-ი ყალბი ამბების გავრცელების შესაჩერებლად დაფოტოშოპებულ გამოსახულებებთან ბრძოლას იწყებს

სოციალური ქსელი Instagram-ი ყალბი ამბების გავრცელების შესაჩერებლად დაფოტოშოპებულ გამოსახულებებთან ბრძოლას იწყებს.

ფოტოშოპით შეცვლილი ფოტოები ამიერიდან ისე იქნება მონიშნული, როგორც ყალბი კონტენტი.

ამ ინფორმაციას Tech Radar-ი ავრცელებს.

სოციალური პლატფორმა ასეთი ფოტოების სრულ ფორმატში ჩვენებას აღარ დაუშვებს. ისინი გამომქვეყნებლის პროფილზე ჩვეულებრივად გამოჩნდება. როდესაც გამომწერები მის გახსნას მთლიან ეკრანზე შეეცდებიან, ისინი დამახინჯებული მასალის შესახებ გაფრთხილებას დაინახავენ.

კომენტარები