„სოციალურ მუშაკებს წელს ანაზღაურება 1 200 ლარამდე გაეზრდებათ“

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე 16 იანვარს სოცმუშაკებს შეხვდა.

„სოციალურ მუშაკებს წელს ანაზღაურება 1 200 ლარამდე გაეზრდებათ.

ახლა სოციალურ მუშაკს ხელფასი 800 ლარი აქვს, ხოლო უფროს სოცმუშაკს – 1000. რეფორმის შემდეგ, მათი ხელფასები 1200 და 1400 ლარამდე გაიზრდება.

ვამატებთ სოციალურ მუშაკებს, ყველა სამინისტროს ფარგლებში და ყველაზე მეტად ხაზგასასმელია, წელს პირველად გვეყოლება ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში სოცმუშაკები.

2025 წლის დადგომამდე ხელფასები სოცმუშაკებს გაუორმაგდებათ“, – განაცხადა კილაძემ.~

შეხვედრაზე გადამზადებულ სოცმუშაკებს სერტიფიკატები გადასცეს.

 

კომენტარები