სოჭში, დიდი ახუნის მთაზე მდებარე კოშკი ავარიულია

ტექნიკური შემოწმებების შედეგად დადგინდა, რომ სოჭში, დიდი ახუნის მთაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი ავარიულია. ამ დროისთვის კოშკი დახურულია.

სოჭის ნაციონალური პარკის პრეს-სამსახურის თქმით, კოშკის რესტავრაციისთვის საჭირო ჩამონათვალი მოგვიანებით იქნება გამოქვეყნებული.

კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციამ უკვე შეარჩია კომპანია, რომელიც კოშკზე სარემონტო სამუშაოებს ჩაატარებს.

წყარო: „tourism.interfax.ru“.

კომენტარები