სოჭში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ქალაქ სოჭის ცენტრალურ რაიონში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში, ხანძარი გაჩნდა. მომხდარის შესახებ გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები, რუსულ ინტერნეტ-მედია საშუალება tv.mk.ru-სთან საუბრობენ.

როგორც, თვითმხილველები და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები საუბრისას აღნიშნავენ, საცხოვრებელი სახლის მეორე სართული მთლიანად განადგურდა.

თუმცა საბედნიეროდ, შემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა. მაშველებმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან 12 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს.

მათ შორის ყველაზე რთული, ცეცხლისგან ბლოკირებულ ოთახში დარჩენილი, ახალგაზრდა გოგონას გადარჩენა იყო. ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია და ის გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

კომენტარები