Live Button Live
მთავარი გვერდი » სპინალურ კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ყველა ბენეფიციარისთვის ძვირადღირებული მედიკამენტი უსასყიდლოდ გაიცემა

სპინალურ კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ყველა ბენეფიციარისთვის ძვირადღირებული მედიკამენტი უსასყიდლოდ გაიცემა

მიერ zaza
A+A-
გადატვირთვა

მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა იზრდება. ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოში უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა – ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ სპინალურ კუნთოვანი ატროფიის ძვირადღირებული მედიკამენტები შეისყიდა და შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა ბენეფიციარზე უსასყიდლოდ გასცემს. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ პროგრამის თანახმად, ბენეფიციარების დაფინანსება უწყვეტად გაგრძელდება. მათივე ცნობით, მედიკამენტს ცნობილი დასავლური კომპანია აწარმოებს.

„პრეპარატი განსაკუთრებული ეფექტიანობითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ეს არის პატარა მოლეკულა, რომელიც სპინალურ კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ზრდის SMN ცილის რაოდენობას, რომლის ნაკლებობა მნიშვნელოვან ორგანოებს აზიანებს. მოცემული მედიკამენტის გამოყენება ხელს უწყობს სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას. სხვა მისი ანალოგებისგან განსხვავებით, მოცემული პრეპარატის გამოყენება სახლშიც შესაძლებელია. მედიკამენტის გაცემის პროცედურა მარტივია – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ბენეფიციარის წარმომადგენელი, პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, აფთიაქში მედიკამენტს უფასოდ იღებს. ზემოაღნიშნულ ცვლილებებამდე, სკა-ს პრეპარატის მაღალი ფასის გამო, საქართველოში პაციენტების უმეტესობისთვის მედიკამენტური მკურნალობა ხელმიუწვდომელი იყო სპინალური კუნთოვანი ატროფია (სკა) არის იშვიათი გენეტიკური, პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომლის დროსაც ზურგის ტვინში ალფა მოტორული ნეირონები ზიანდება. ეს იწვევს პროგრესირებად კუნთთა სისუსტეს, კუნთთა ატროფიას, მოტორული უნარების პროგრესულ კარგვას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები