სპორტსმენი კობი ბრაიანტი კალათბურთელთა დიდების დარბაზის ფინალისტთა სიაში შეიყვანეს

ავიაკატასტროფაში დაღუპული ლეგენდარული სპორტსმენი კობი ბრაიანტი კალათბურთელთა დიდების დარბაზის ფინალისტთა სიაში შეიყვანეს.

ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯეიმს ნეისმიტის სახელობის დიდების დარბაზში ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველაზე გამოჩენილი და ღვაწლმოსილი სპორტსმენები და მწვრთნელები ირიცხებიან.

ვერტმფრენი, რომელშიც ისხდნენ კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი, კალიფორნიაში, 26 იანვარს ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი რვავე მგზავრი და მფრინავი დაიღუპა. სპორტის ვასკვლავებმა გულისტკივილი გამოხატეს კალათბურთის ლეგენდის დაღუპვის გამო.

„კობი ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, აქ, ქალაქში თამაშობდა თანატოლებთან და მასზე უფროს მეტოქეებთან. მასში იყო მცირე რეჯო-ემილია, მან ეს გვითხრა, როცა რამდენიმე წლის წინათ დაბრუნდა ჩვემს ქალაქში, რომელსაც ის სახლს უწოდებდა“, – აღნიშნა ქალაქის თავმა.

ბავშვობაში კალათბურთელი რეჯო-ემილიაში ცხოვრობდა, მამამისი კი ქალაქის საკალათბურთო კლუბში თამაშობდა.

 

 

 

კომენტარები