სპორტსმენს  კორონავურუსი დაუდასტურდა – არაერთ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში

სპორტსმენს  კორონავურუსი დაუდასტურდა.

მას არაერთ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში.

-„27 მარტს ქონდა კონტაქტი ჩვენს რეგიონში. რამდენიმე ლოკაციაში ფიქსირდება მისი კონტაქტები, როგორც ზუგდიდში, წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ჩხოროწყუს რაიონში. ყველა ამ კონტაქტის უმრავლესობა უკვე გამოვლენილია. მათ აუცილებლად გადაიყვანენკარანტინში.  კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სახლიდან გამოსვლისაგან, კონტაქტისაგან“, – განაცხადა სამეგრელო ზემო სვანეთის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

6 აპრილიდან, სენაკის მსგავსად, ფოთისა და ზუგდიდის აგრარული ბაზრებიც დაიხურება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს.

კომენტარები