სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის რეკომენდაციები – „ამ წესებს აქაც გადმოიტანენ, რაც მაშინებს, რადგან ჩინური ვაქცინების ეფექტურობაში დარწმუნებული არ ვარ“-გიორგი ფხაკაძე

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის 27.04 განახლებული წესები:(https://bit.ly/3nzP64r),
– ქუჩაში, მცირე ჯგუფებად შექუჩებულ ადამიანებს, სადაც ყველა სრულადაა აცრილი, ნიღაბი აღარ მოეთხოვებათ. ნიღაბი კვლავ მოითხოვება ხალხმრავალ ადგილებზე!
– სრულად აცრილ თანამშრომლებს შეუძლიათ სამსახურში სიარული გააგრძელონ, თუნდაც ინფიცირებულთან ჰქონოდათ კონტაქტი და თუ სიმპტომები არ აქვთ.
– სრულად აცრილ უსიმპტომო ადამიანებს, ვისაც ინფიცირებულთან შეხება არ ჰქონია, რეგულარული შემოწმება აღარ მოეთხოვებათ.
– არასამედიცინო საერთო დაწესებულების მაცხოვრებლებს შეხება თუ ჰქონდათ დაავადებულთან (მაგალითად, სტუდენტური საცხოვრებელი), საერთო კარანტინის მოთხოვნა მოიხსნა.
– იმუნიტეტდაქვეითებულ სრულად აცრილებს ექიმის თანხმობის შემთხვევაში შეუძლიათ ნიღბის ქუჩაში მოხსნა.
ყურადღება: აკრძალვა მოეხსნათ მხოლოდ ფაიზერი/ მოდერნა/ ჯონსონი / ასტრაზენეკათი სრულად აცრილებს!
ყველა სხვა ვაქცინით აცრილებს ისევ მოუწევთ ნიღბის ტარება, სანამ ჯანმო არ დაადგენს რომ ეფექტურია!
ფოტოზე: დააკვირდით ნიღაბს სახეებზე
წითელი ზონა: ყველაზე საშიში ქცევა
ყვითელი ზონა: ნაკლებ საშიში
მწვანე: ყველაზე უსაფრთხო ქცევა.

სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის საჭირო ჯანდაცვის რეკომენდაციების კომპლექტი განახლდება და გაფართოვდება SARS-CoV-2 საზოგადოებაში გავრცელების დონის, სრულად აცრილი მოსახლეობის წილისა და COVID-19 ვაქცინების სწრაფად განვითარებადი მეცნიერების საფუძველზე.

 

-„ამ წესებს აქაც გადმოიტანენ, რაც მაშინებს, რადგან ჩინური ვაქცინების ეფექტურობაში დარწმუნებული არ ვარ“, – წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.
კომენტარები