სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ფერეიდნელი ქართველები მიიღო

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ფერეიდნელი ქართველები მიიღეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მისმა უწმინდესობამ ფერეიდნელი ქართველები დალოცა და იმედი გამოთქვა, რომ ფერეიდანში მცხოვრებნი უფრო მეტად გაძლიერდებიან რწმენაში და განამტკიცებენ ფესვებთან კავშირს.
“ფერეიდნელმა ქართველებმა მის უწმინდესობას მზრუნველობისთვის მადლობა გადაუხადეს და ფოლკლორული სიმღერები შეასრულეს.
​აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა XVII-XVIII საუკუნეებში ფერეიდანში ქრისტეს სარწმუნოებისათვის მოწყვეტილთა ხსენების დღეს შედგა.
“შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები”, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები