სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია ჩაუტარდა, მის ჯანმრთელობას ექიმები
4 აგვისტოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კატარაქტის ოპერაცია ჩაუტარდა.
-„კატარაქტის ოპერაცია გერმანელმა ექიმმა ჩაუტარა, რომელიც საქართველოში იყო ჩამობრძანებული. პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმებისთვის, პატრიარქის გერმანიაში ჩასვლის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს. პატრიარქის ჯანმრთელობას ექიმების გუნდი პერიოდულად აკონტროლებს. ყველაფერი არის სტაბილურად და ნორმალურად. საჭირო თუ იქნება, უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. ამჟამად ასეთი საჭიროება არ დგას,” – განაცხადა პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ.