„სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და ამაზრზენია, მხცოვანი და დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე ან საჯაროდ ღლიცინებდე” – გიორგი კეკელიძე

-„კარგ მო­ქა­ლა­ქედ ყოფ­ნის სა­უ­კე­თე­სო ნი­შა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ძალა (ხში­რად თუნ­დაც ნა­ძა­ლა­დე­ვად შე­ძე­ნი­ლი) – სა­ზღვრის შემ­ჩნე­ვაა. ვი­ღა­ცის­თვის ეს რთუ­ლი გზაა, მაგ­რამ მთა­ვარ­მა კაც­მა ხომ აქაც დაგ­ვი­ბა­რა – “რაც არა გწად­დეს, იგი ჰქ­მენ, ნუ სდევ წა­დილ­თა ნე­ბა­სა“.

შე­იძ­ლე­ბა არ მოგ­წონ­დეს, არ ეთან­ხმე­ბო­დე, მძაფ­რა­დაც აკ­რი­ტი­კებ­დე – მე­ტიც, თუ სა­ჭი­რო­ე­ბაა, ეს შენი ვა­ლია კი­დეც – მაგ­რამ სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და ამაზ­რზე­ნია მხცო­ვა­ნი და უკვე და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდილ­ზე ოც­ნე­ბობ­დე ან სა­ჯა­როდ ღლი­ცი­ნებ­დე. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და ამაზ­რზე­ნი.ბატონ ცერ­ცვა­ძეს და ცხა­დია, სხვა და­ნარ­ჩენ, ათა­სო­ბით პა­ცი­ენტს, უს­წრა­ფეს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ”, – წერს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ინ­ფექ­ცი­უ­რი კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ფაქტის შესახებ.

Giorgi Kekelidze

სამშაბათს

კარგ მოქალაქედ ყოფნის საუკეთესო ნიშანი და აუცილებელი ძალა (ხშირად თუნდაც ნაძალადევად შეძენილი) – საზღვრის შემჩნევაა. ვიღაცისთვის ეს რთული გზაა, მაგრამ მთავარმა კაცმა ხომ აქაც დაგვიბარა – ,,რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა”.
შეიძლება არ მოგწონდეს, არ ეთანხმებოდე, მძაფრადაც აკრიტიკებდე – მეტიც, თუ საჭიროებაა, ეს შენი ვალია კიდეც – მაგრამ სრულიად წარმოუდგენელი და ამაზრზენია მხცოვანი და უკვე დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე ან საჯაროდ ღლიცინებდე. წარმოუდგენელი და ამაზრზენი.
ბატონ ცერცვაძეს და ცხადია, სხვა დანარჩენ, ათასობით პაციენტს, უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია მისი მე­უღ­ლეც. ორი­ვე მათ­გა­ნი სახ­ლში მკურ­ნა­ლობს.

კომენტარები