სტამბოლის აეროპორტში საძილე კაფსულები დაიდგა

სტამბოლის აეროპორტში საძილე კაფსულები დაიდგა.

საძილე კაფსულაში მგზავრებს ბარგის მოთავსება, ტელეფონის დამუხტვა, ინტერნეტის გამოყენება და ფილმის ყურება შეეძლებათ.  ტურისტებს ასევე ექნებათ ინფორმაცია აეროპორტში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

კაფსულა დამატებითი ხმისგან იზოლირებულია. დასასვენებელი სივრცე შიგნით მყოფ მოგზაურს თავის რეისსაც შეახსენებს და სასწრაფოდ გეიტისკენ წასვლას აიძულებს.

კაფსულის მომსახურების ფასი საათში 11 ევრო იქნება, 5 საათის განმავლობაში მომსახურების შემთხვევაში – საათში 9 ევრო.

კომენტარები