სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებზე კვლავ ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა

სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებზე კვლავ ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ბიულეტენების 98%-ის დამუშავების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრმა ეკრემ იმამოღლუმ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 53,9% მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა.

მმართველი პარტიის კანდიდატმა და ქვეყნის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაახლოებულმა პოლიტიკოსმა ბინალი ილდირიმმა არჩევენებში ხმების 45,2 %-ის მოგროვება შეძლო. მან დამარცხება აღიარა და მოწინააღმდეგეს გამარჯვება მიულოცა.

იმამოღლუმ საკუთარ წარმატებას მთელი ქალაქის გამარჯვება უწოდა და პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.

კომენტარები