სტამბოლში ქართველების და ჩეჩნების სისხლიანი დაპირისპირება – თურქული მედია

სტამბოლში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სტამბოლის ერთ-ერთი რესტორნის წინ მოხდა. ამ  ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

დაშავებულებს შორის ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს. სროლისა და დაპირისპირების ამსახველი მასალა ადგილობრივებმა მობილურით გადაიღეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები