სტატუსშეჩერებული სტუდენტები – „კონკრეტული კანონპროექტების განხილვის დროს ისინი სხდომათა დარბაზში აღარ იმყოფებოდნენ“- შალვა პაპუაშვილი ლევან ხაბეიშვილს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, –  ფინანსური დავალიანების გამო 73 ათას სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა.

-„იმედია, ეს უნებლიე შეცდომა იყო, ზოგადი ციფრი ჰქონდა აღებული ლევან ხაბეიშვილს, რომელიც არ იცნობს საკითხს. ფინანსური დავალიანების გამო, სტატუსშეჩერებული სტუდენტები ნამდვილად გვყავს – 20 ათასი და არა  73 ათასი. პანდემიის პერიოდში 4,500 სტუდენტს აქვს შეჩერებული სტატუსი. შეიძლებოდა ოპოზიციას ეს დრო გამოეყენებინა იმ საკითხების განსახილველად, რომელიც თითქოსდა აინტერესებდათ, მაგრამ, კონკრეტული კანონპროექტების განხილვის დროს ისინი სხდომათა დარბაზში აღარ იმყოფებოდნენ. დღეს განვიხილავთ კანონპროექტს, ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა ეს დრო გამოიყენეს იმისთვის, რომ ესაუბრათ საკითხებზე, რომელიც თითქოსდა მათ აინტერესებთ, სინამდვილეში ჩვენ გუშინ ამ დროს, დღის მეორე ნახევარში ვიხილეთ, –  როდესაც კონკრეტული კანონპროექტები განიხილებოდა, ეს დარბაზი ცარიელი იყო ისევე, როგორც ახლა დაცარიელდა, მას შემდეგ რაც მეგაფონებიდან შემოგვძახეს რაღაც სიტყვები და პასუხებს არ ისმენენ.

საქართველოს მთავრობამ 2020-2021 წლის პანდემიის პერიოდში, საშემოდგომო სემესტრის დროს, თხუთმეტი ათას სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსა.

კომენტარები