სტეისი დეკლერკმა შვილი ფოტოზე დაკვირვების შედეგად მძიმე დაავადების გამოუსწორებელი შედეგებისგან იხსნა

დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ სტეისი დეკლერკს საქმრომ რიჩარდ ბარნსმა ძვირფასი ფოტოკამერა აჩუქა. ქალმა  შვილს, ბროუდის ორმოცამდე ფოტო მაინც გადაუღო

.ერთ ფოტოზე, შვილის მარჯვენა თვალის გუგაზე თეთრი ანარეკლი შენიშნა. ინტერნეტით მოძებნა  ამ მოვლენის ახსნა. აღმოაჩინა, რომ ყველა განმარტება კიბოზე მეტყველებდა.

ამ ინფორმაციას გამოცემა The Sun- ავრცელებს.

ანარეკლი ყოფილიყო და ასეც დავიჯერე“.

ბავშვს თვალის გუგაზე ლაქა თავდათან გაფართოვდა და  კლინიკაში წაიყვანეს. ბიჭუნას თვალის ბადურის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

ექიმებმა ბავშვს შიდაარტერიული ქიმიოთერაპიის სამი კურსი ჩაუტარეს.  სიმსივნე ზომაში 50%-ით დაპატარავდა. ბროუდის წარბები და წამწამები გასცვივდა.
ბიჭუნა რეგულარულად გადის შემოწმებას კლინიკაში.

 

კომენტარები