სტეფანწმინდა-კობის გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

სტეფანწმინდა-კობის გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ერთი მანქანა ხევში გადავარდა.

ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით,სატრანსპორტო საშუალებაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ქალი, რუსეთის მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ხევიდან ამოყვანილია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს, საქართველოს მოქალაქეს აღენიშნება მოტეხილობა, ხოლო მეორე, სომხეთის მოქალაქე უსაფრთო ადგილზე გამოყვანილია უვნებლად. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„შემთხვევა კობის პირველ გვირაბთან მოხდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსმა, თემურ მონიავამ.

ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფები.

 

კომენტარები