სტივ კერიმ, „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის“ მწვრთნელებს ონლაინ სემინარი ჩაუტარა

ლეგენდარულმა კალათბურთელმა და ამჟამად „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ, „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის“ მწვრთნელებს ონლაინ სემინარი ჩაუტარა.

აკადემიის „ფეისბუქ“ (facebook) გვერდი იტყობინება, სტივ კერის სემინარი სამწვრთნელო ფილოსოფიას ეხებოდა. სემინარი კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანს „ენ-ბი-ეიში“ (NBA) ყველაზე წარმატებული სეზონები სწორედ სტივ კერის გუნდში ჰქონდა. მისი ხელმძღვანელობით „გოლდენ სტეიტის“ შემადგენლობაში NBA-ის ჩემპიონი ორჯერ გახდა.

Zaza Pachulia Basketball Academy

სამშაბათს

სტივ კერის სემინარი! 💥

ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის მწვრთნელები, ყოფილი პროფესიონალი კალათბურთელის, ამჟამად “გოლდენ-სტეიტ უორიორსის” მთავარ მწვრთნელის, სტივ კერის ონლაინ სემინარს დაესწრნენ. 

სტივმა სემინარი, სამწვრთნელო ფილოსოფიაზე ჩაატარა და დამსწრე მწვრთნელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები