სტინგმა გერმანიის ქალაქ ბონში დაგეგმილი კონცერტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გააუქმა

რამდენიმე წუთის წინ სტინგმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა:

მან გერმანიის ქალაქ ბონში ხვალ დაგეგმილი კონცერტი გააუქმა, გაუქმების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, ყელის ვირუსული ინფექციის გამო ექიმმა კონცერტის გამართვისგან თავის შეკავება ურჩია. სტინგი გულშემატკივრებს გულწრფელ ბოდიშს უხდის და პირდება რომ გამოჯანმრთელებისთანავე დაბრუნდება ბონში, ბილეთების გაყიდვა განახლდება სამშაბათიდან.

კომენტარები