სტრასბურგის სასამართლო – აზერბაიჯანსა და სომხეთს საომარი მოქმედებებისგან თავის შეკავების ვალდებულება დაეკისრა

სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახური ინფორმაციას  ავრცელებს:

-„მიმდინარე წლის 29 სექტემბერს სასამართლომ ჩათვალა, რომ შექმნილი სიტუაცია ადამიანის უფლებათა კონვენციის სერიოზული დარღვევების რისკს ქმნის, გადაწყვიტა,-  სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესი აამოქმედოს. ასეთი დარღვევის პრევენციის მიზნით სასამართლო მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებსაც, შესაძლოა, სამოქალაქო პირების უფლებების დარღვევა, მათ შორის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა მოყვეს. სასამართლო  ორივე ქვეყანას მოუწოდებს, შეასრულონ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები.

ასევე მოუწოდებს ორივე ქვეყანას, მაქსიმალურად სწრაფად გაავრცელონ ინფორმაცია ვალდებულებების შესასრულებლად მიღებული ზომების შესახებ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია შესასრულებლად სავალდებულო ზომების მიღება. ასეთი დროებითი ზომების მიღება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება. ფაქტობრივად, 39-ე წესი წარმოადგენს ბრძანებას, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანამ უნდა შეასრულოს“.

კომენტარები