„სტრასბურგმა გაამართლა ირაკლი ბათიაშვილი, ე.ი. პარალელურად, მეც გამამართლა, რადგან ბათიაშვილმა სწორედ ჩემთან საუბრის გამო მოიხადა ციხეში“

პარლამენტის პლენარული სხდომა ჩატარდა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა:

სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა, რომ 2006-2008 წლებში ხელისუფლებამ კოლექტიურად უღალატა სამშობლოს.

დიდი ხანია, საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ვითხოვ.

სტრასბურგმა გაამართლა ირაკლი ბათიაშვილი, ე.ი. პარალელურად, მეც გამამართლა, რადგან ბათიაშვილმა სწორედ ჩემთან საუბრის გამო მოიხადა ციხეში ორი წელიწადი. მისჯილი ჰქონდა შვიდი წელი. სტრასბურგმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ 2006-2008 წლებში იყო კოლექტიური ღალატი ჩვენი სამშობლოსი ხელისუფლების, მასმედიის მხრიდან და საერთოდ არავის უნდა გამოძიება. რამდენი ხანია, ვითხოვ, შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია და ბოლოს და ბოლოს გამოვიძიოთ, ვინ არის დამნაშავე და ვინ მართალი. არ გინდათ ამის გაკეთება და ამიტომაც არის ეს აღვირახსნილობა, რასაც ჩვენ აქ ვუყურებთ ბოკერიას მხრიდან. ბოკერიამ აქეთ დაგვადანაშაულა მე და ბათიაშვილი, რომ ჩვენ დამნაშავეები ვყოფილვართ და მე რუსეთში გავქცეულვარ.

ერთი რამ მაინტერესებს, თუ დაკვირვებიხართ იმას, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მიმართულებით ორი რუსული საგუშაგო იდგა და შექმნილი იყო ბუფერული ზონა. რატომ იდგნენ ისინი იქ, რადგან შეიარაღებული ხალხი არ უნდა გაეტარებინათ, არც კოდორის მიმართულებით და საერთოდ, რატომ გამოატარეს ბოკერია და სააკაშვილი, მაგათი ბანდა რუსებმა, თუ რუსები ჩემს მხარეზე იყვნენ. რატომ ცდილობენ ესენი ყოველთვის, რომ კარგი, მე ცუდი კაცი, დამნაშავე ადამიანი ვარ, გავწიოთ განზე ემზარ კვიციანი, 2008-ში რატომ ჩააბარეთ უბრძოლველად ტერიტორიები“.

 

კომენტარები