„სტრასბურგში სარჩელი კი არ მიიღეს, არამედ მცდელობა აქვთ, რეგისტრაციაში გაატარონ… შეეშვან ამ ბაქი-ბუქობას…“-ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განცხადა:

-„უგულავას სარჩელი შეიტანეს ცალკე, სააკაშვილის ცალკე და ახლა ნიკანორ მელია დაემატა, ცდილობენ, საზოგადოებას შეასაღონ, ეს არის უგულავა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, სააკაშვილი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, სინამდვილეში საზოგადოებამ რომ იცოდეს, –  ეს არის დავა უგულავა-საქართველოს წინააღმდეგ.

„ხომ იცით, უგულავა რომელია? – 48 მილიონის მოპარვა რომ დავუმტკიცეთ. სააკაშვილი საქართველოს წინააღმდე, ხომ იცით, რომელ თემებზეა? მათ შორის გირგვლიანის მკვლელები რომ შეიწყალა. ამ თემაზე აქვს პრეტენზია, მე რა შუაში ვარო?! სტრასბურგმა დაადგინა,  ეს იყო სისტემური დანაშაული, სადაც ყველა უწყება იყო ჩართული. მეორე თემა არის კოლეგა პარლამენტარ გელაშვილის ცემაზე,– მე რა შუაში ვარო, თურმე ნიღბიანებს მოეპრიანათ და სცემეს. ნიკანორ მელია, ჰოი საოცრება, საქართველოს წინააღმდეგ, აქ მე რა შუაში ვარო! ხალხი რომ მიაგდო, ჯერ მოუწოდა შევარდითო და გვერდზე გადგა, – აი, ამ თემებზეა!

სტრასბურგში სარჩელი კი არ მიიღეს, არამედ მცდელობა აქვთ, რეგისტრაციაში გაატარონ, უბრალოდ ითხოვენ საქართველოს მთავრობისგან, კონკრეტულად, რა არგუმენტები იყო. წლები ზუსტად არ მახსოვს, 2000-იან წლებში, მათ შორის მილოშევიჩმაც სამხედრო ტრიბუნალს უჩივლა სტრასბურგში და თქვა, ჩემი უფლებები დაირღვაო, იცით, ერთ წელიწადში რა განაჩენი დადგა მილოშევიჩის წინააღმდეგ, მსოფლიო საზოგადოებამ რა განაჩენი გამოუტანა. შეეშვან ამ ბაქი-ბუქობას. ბატონ ფრიდონს და ბატონ ელისაშვილს მივმართავ, თქვენს შორის რომ არის ახლა ცარიელი, თავისუფალი ადგილი, იქ იქნებიან ცოტა ხანში ჩამწკრივებული ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ის ხალხი, რომელიც ამბობდა, – ვერ დამიჭერ და გირაოსაც არ გადავიხდითო, შემდეგ დაიჭირეს და აქეთ მათხოვრობდნენ, რამენაირად გირაო შემახეთ, ევროპულიო. ამნისტიასაც მოაწერენ ხელს, აქ შემოცუნცულდებიან და დასხდებიან სწორედ იმ თავისუფალ ადგილას“.

კომენტარები