„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან.

შეხვედრაზე მივიდნენ იმ პარტიების წარმომადგენლები, რომელთაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა ამნისტიის შესახებ კანონი იქნება.

„დღეს არის მორიგი სამუშაო შეხვედრა, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი საკითხი ახლა არის როგორ მოვაგვაროთ ყველაზე უფრო მწვავე თემა დროში, მათ შორის ნიკა მელიას გათავისუფლება და როგორ გადავიდეთ, რომ შეთანხმების სხვა მუხლების შესრულებაზე დაიწყოს რეალური მუშაობა და არა ფასადური.

ცხადია, ამნისტიის შესახებ კანონი იქნება განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა. ჩვენთვის ძალიან პრინციპულია, რომ თუ განხორციელდება ამნისტია და მიღებული იქნება კანონი, სახელმწიფომ მეორედ არ მიაყენოს დაზარალებულებს შეურაცხყოფა, რომელიც ერთხელ უკვე მიაყენა. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება, უნდა გადაიდგას დაზარალებულების უფლებების აღდგენაზე ორიენტირებით“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

წყარო: “interpressnews.ge”.

კომენტარები