-„სუიციდს გამოვრიცხავთ, მაგრამ არ გამოვრიცხავთ თვითმკვლელობამდე“ – ბაჩალიაშვილის ბიძა

-„ჩვენ თავს უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა, შემთხვევა ერთია, ვერსიები უამრავი. გამოვრიცხავთ სუიციდის ვერსიას, მაგრამ არ გამოვრიცხავთ თვითმკვლელობამდე მიყვანას. სამწუხაროდ, ხელთ არ გვაქვს ის ბერკეტები, რითაც შეგვიძლია ან ერთი დავამტკიცოთ, ან სხვა ვერსიები განვიხილოთ. მთელი ოჯახი ველოდებით გამოძიებას, გვყავს დამოუკიდებელი ექსპერტიც. ველოდებით დასკვნებს, შევჯერდებით, შევადარებთ ერთმანეთს და შემდეგ დავეთანხმებით ან ერთს, ან მეორეს, ან ორივეს“,- განაცხადა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა გარდაცვლლი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა, მინისტრის გადაწყვეტილებით, საქმის გამოძიება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისგან, თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი  იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

კომენტარები