სულს გარდაცვალებიდან მესამე დღეს საზვერეების გავლა მოუწევს – რამ უნდა გადაალახინოს სულს ეს საშინელი საზვერეები

ყოველ ქრისტიანს წმინდა ნათლისღებისას უფალი მფარველ ანგელოზს უგზავნის, ანგელოზი უხილავად იცავს მას ბოროტისაგან და სიკეთის გზაზე მიუძღვის,  ადამიანის კეთილ საქმეებს იწერს.

არსებობს ბოროტი დემონი, რომელიც ჩვენს ბოროტ ქმედებებს თვალს ადევნებს და ინიშნავს კიდეც.

იმ დღეს, როდესაც ცოდვები მოგვეკითხება. სულს გარდაცვალებიდან მესამე დღეს საზვერეების გავლა მოუწევს.

იქ მას ეშმაკები ელიან, ახსენებენ, პასუხს სთხოვენ მის მიერ ჩადენილ ნებისმიერ უხამს საქციელზე, ისეთზეც კი , რომელიც ადამიანს არც კი ახსოვს.

სულს ამ რთულ გზაზე მფარველი ანგელოზიც ახლავს, მის დაცვას ცდილობს. სიცოცხლეში ქმნილმა სიკეთემ და ახლობლების ლოცვამ უნდა გადაალახინოს სულს ეს საშინელი საზვერეები.

თუ ადამიანმა სიცოცხლეშივე აღიარა ცოდვები, გულით მოინანია, საზვერეებში ეს ცოდვები აღარ მოეკითხება.

I საზვერე – უქმად მეტყველებისა და უხამსი ლაპარაკის ცოდვა (აქ ყველაფერზე მოთხოვენ პასუხს, რაც კი ოდესმე ცუდი უთქვამს, თუკი ვინმესთვის დაუცინია და სხვა)
II საზვერე – სიცრუის ცოდვა
III საზვერე – განკითხვისა და ცილისწამების ცოდვა
IV საზვერე – ნაყროვანებისა (მარხვის გატეხა, ულოცველი ჭამა) და მემთვრალეობის ცოდვა
V საზვერე – სიზარმაცის ცოდვა
VI საზვერე – ქურდობის ცოდვა
VII საზვერე – სიძუნწისა და ვერცხლისმოყვარეობის ცოდვა
VIII საზვერე – ანგარების ცოდვა (მექრთამეობა და მლიქვნელობა)
IX საზვერე – ტყუილისა და ცუდმედიდობის ცოდვა
X საზვერე – შური
XI საზვერე – ამპარტავნება
XII საზვერე – მრისხანება
XIII საზვერე – ძვირსხსენების ცოდვა ანუ ავის ლაპარაკი
XIV საზვერე – ავაზაკობის ცოდვა
XV საზვერე – ჯადოქრობისა და მკითხაობის ცოდვა
XVI საზვერე – სიძვის ცოდვა
XVII საზვერე – მრუშობის ცოდვა
XVIII საზვერე – სოდომის ცოდვა (აქ სისხლის აღრევა და ყოველგვარი უკუღმართი კავშირი განისჯება, აგრეთვე დაფარული საქმეები, რომელთა შესახებ ლაპარაკიც კი სამარცხვინოა)
XIX საზვერე – კერპთაყვანისმცემლობისა და ყოველგვარი მწვალებლობისა
XX საზვერე – ულმობელობა და ყოველვარი სისასტიკე . თუ ამ საზვერეეებს გადალახავს, სული სასუფეველში მოხვდება.

კომენტარები