„სულ მალე ამ შემობრუნებას, განვითარებას და აღორძინებას, ყველა იგრძნობს“-ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა:

-„2020 წელი იყო აბსოლუტურად ჩვენი განვითარების ტრაექტორიიდან ამოვარდნილი წელი, ისევე, როგორც გლობალურად უმძიმესი წელი. რამდენიმე ტრილიონის ზარალი მიადგა გლობალურ ეკონომიკას. უახლოეს ხუთ წელიწადში 20 ტრილიონის ზარალზეა საუბარი, – რაც არის დათვლილი. ჩვენც ვერ ვიქნებოდით გამონაკლისი, მით უფრო, როცა ძალიან ინტეგრირებულები ვართ ზოგადად რეგიონალურ და მსოფლიო ეკონომიკაში. ჩვენ ახლა ძალიან დადებითი მოლოდინი გვაქვს. თუნდაც მარტის თვე იყო შემობრუნების თვე, რადგან პირველდ დაფიქსირდა პოზიტიური დინამიკა ეკონომიკის განვითარებაში. ვიცი, რომ როდესაც ციფრებზე ვსაუბრობთ, ზოგჯერ ეს გაღიზიანებას იწვევს მოსახლეობაში – ციფრი არაფერს ეუბნება. პირობას გაძლევთ, –  სულ მალე ამ შემობრუნებას, განვითარებას და აღორძინებას, ყველა იგრძნობს.

სამწუხაროდ, სიღარიბის მაჩვენებელი გამოქვეყნდა, ჩვენ 1.5 %-ით მდგომარეობა გაგვიუარესდა. ახლა ჩვენ რომ ეს ძალიან სწრაფად გადავლახოთ, ბევრი რამ უნდა ვაკეთოთ ერთდროულად. ენერგეტიკაც უნდა ვაშენოთ, ინვესტორები კი არ უნდა დავაფრთხოთ, მაქსიმალურად უნდა შემოვიყვანოთ, რასაც გავაკეთებთ, ტურიზმი უნდა გავხსნათ“.

კომენტარები