„სულ რომ მარტო შევიდეთ პარლამენტში, მარტო შევალთ. დაგვემხო ეს ქვეყანა თავზე“ – ალეკო ელისაშვილი
-„ ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნა ერთმნიშვნელოვნად უპასუხისმგებლობაა. ოპოზიციამ “ქართულ ოცნებას” ხელიდან უნდა გამოგლიჯოს საარჩევნო სისტემის ძირფესვიანად შეცვლა.
ველოდებით მე-5 რაუნდს, თუ ის არ ჩატარდება, ჩვენ მოვიფიქრებთ შემდეგ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. იანვრის ბოლომდე უნდა მოხდეს ეს, იმის იქით ამის გაწელვა უპასუხისმგებლობა იქნება. ყოველთვის ვამბობდით, -მოთხოვნების ეროვნული ქვაკუთხედი არის არჩევნების წესის ძირფესვიანი ცვლილება.
ჩვენ არავის აღარ ველოდებით, სულ რომ მარტო შევიდეთ პარლამენტში, მარტო შევალთ. დაგვემხო ეს ქვეყანა თავზე და აღარ არის გაბუტვის დრო,” – განაცხადა პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “პალიტრას” ეთერში