სუს-ის შენობაში გარდაცვლილი თანამშრომელი ნახეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სუს-ის შენობაში გარდაცვლილი ნახეს.

იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თავი მოიკლა. გარდაცვლილი სუს-ის სამეურნეო ნაწილში მუშაობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სუს-ში გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ. 

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

კომენტარები