სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის 7-საათიანი დაკითხვა დასრულდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის 7- საათიანი დაკითხვა გუშინ გვიან ღამით დასრულდა.
მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დაკითხვა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ადვოკატის თქმით, მათ საქმეში არსებული მტკიცებულებები გააცნეს. ასევე, ექსპერტიზისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმის ნიმუში აიღეს, რასაც ის დათანხმდა.
„ყველაფერს გამოძიება დაადგენს. თარგმანში იყო უზუსტობა. კონკრეტულად რაში, ამის ახსნა ახლა არ შემიძლია, არ მაქვს ძალა, აგიხსნათ ეს ყველაფერი“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს.
კომენტარები