„სუფთა სახლმა“ ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის უფლება მიიღო

მთავრობის დადგენილების მიხედვით, „სუფთა სახლი“ ეკონომიკურ საქმიანობას განაახლებს. ცვლილება მთავრობის 23 მარტის დადგენილებაში შევიდა. ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი.

დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალს, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქმიანობა არ ეზღუდებათ, შპს “სუფთა სახლიც” დაემატა.

მთავრობის დადგენილება ძალაში 28 აპრილს შევიდა.

„სუფთა სახლის“ მაღაზიათა ქსელს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის უფლება მისცეს.

„შესაბამისად, კომპანიას აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა სუპერმარკეტები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, ბითუმად მოამარაგოს “სუფთა სახლის” პროდუქციით“, – აცხადებდნენ ეკონომიკის სამინისტროში.

მაღაზიების ქსელმა „სუფთა სახლმა“ საქმიანობის დროებით შეჩერების შესახებ, განცხადება 10 აპრილს სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ძვირფასო მომხარებლებო,ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მაღაზიათა ქსელი

„სუფთა სახლი“ სამწუხაროდ დროებით ვერ განაგრძობს ფუნქციონირებას. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს. 
დიდი სურვილი გვქონდა გაგვეგრძელებინა თქვენი მომსახურება, რათა შეუზღუდავად მოგვეწოდებინა პირველადი მოხმარების პროდუქცია, რომელიც ამ პერიოდისათვის კრიტიკულად საჭირო და მნიშვნელოვანია.
„სუფთა სახლი“ მთელი ამ დროის 

იხილეთ მეტი

კომენტარები