„სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან“ – მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის დაჭერა ყველაზე მეტად ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას გაუხარდა.

მიხეილ სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ გააცნო.

-„ბინძური მოშეს ახალი “მესიჯბოქსია”, რომ მელიას გაუხარდა მიშას დაჭერა. სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან, უმოკლეს დროში ვიხსნით ქვეყანას ერთად მე და მელია”.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. მისივე თქმით, სააკაშვილის დაჭერა ყველაზე მეტად ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას გაუხარდა.

კომენტარები