Live Button Live
მთავარი გვერდი » სხდომა ხმაურით დაიწყო – ხატია დეკანოიძემ პრემიერ-მინისტრს სიტყვა მაშინ შეაწყვეტინა, როდესაც ის ევროკომისიის…

სხდომა ხმაურით დაიწყო – ხატია დეკანოიძემ პრემიერ-მინისტრს სიტყვა მაშინ შეაწყვეტინა, როდესაც ის ევროკომისიის…

მიერ zaza
A+A-
გადატვირთვა

პარლამენტში, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშს აცნობს, სხდომა ხმაურით დაიწყო.

პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ და ანა წითლიძემ დაიწყეს ხმაური. ხატია დეკანოიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიტყვა მაშინ შეაწყვეტინა, როდესაც ის ევროკომისიის რეკომენდაციაზე საუბრობდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერებს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა.

-„არ ვიცი, ან რა პოლიტიკურ კულტურაზე გელაპარაკოთ, ან რა დეპოლარიზაციაზე. ჩანს, რომ სხდომის ჩაშლა გინდათ. თუკი რამეს არ ეთანხმებით, გექნებათ დრო, რომ ისაუბროთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები