სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთა პროტესტიც უნდა გაისმას! – ნინო მანჯავიძე:

 – “ალბათ უკვე გვიანია, მაგრამ მეორეს მხრივ გვიან არასდროს არის.
ჩემი აზრით, საქართველოს ყველა ქალაქში უნდა დაფიქსირდეს და გაისმას არა მხოლოდ მართლმადიდებელთა, არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრები სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთა პროტესტიც, ვინაიდან უბრალოდ ყველა ვერ შეძლებს ფიზიკურად თბილისში ჩამოსვლას.
რადგან ‘’სამარცხვინო მარში’’ თბილისშია დაგეგმილი, ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენ საქართველოში არ აწუხებთ ეს უმსგავსობა.
ასე რომ, ორგანიზება უნდა მომხდარიყო… ჯერ კიდევ შეიძლება მოხდეს და ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა-მრევლი, უნდა შეიკრიბოს თავიანთ ქალაქებში 05,07,2021-ში 17:00-ზე და იქიდან მიაწვდინონ ხმა თბილისში  მშვიდობიანი მარშის მონაწილეებს…
მსოფლიოს დავანახოთ ჩვენი ერთობა!
თბილისი საქართველოსია და საქართველო ყველა, ამ ქვეყანაში მცხოვრები ერის წარომადგენელის.  ყველა  ნ ა მ დ ვ ი ლ ი ს!
უფალი ჩვენთან არს!
ალბათ უკვე გვიანია…  მაგრამ მეორეს მხრივ, გვიან არასდროს არის!”

 – წერს პორტუგალიაში მცხოვრები ქართველი  ემიგრანტი, ნინო მანჯავიძე 

კომენტარები