„სხვა სტრატეგიაზე გადავალთ – მეხუთე რაუნდი თუ უახლოეს კვირებში არ შედგა“ – სერგო ჩიხლაძე

მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში თუ არ შედგა,მოლაპარაკებების გაგრძელება აზრს კარგავს, ოპოზიციას სხვა სტრატეგიაზე გადასვლა მოუწევს. აცხადებენ  „სტრატეგია აღმაშენებელში”.

-„მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში თუ არ შედგა, დიდი ალბათობით, აზრი აღარ ექნება ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას, იმიტომ, რომ უსასრულოდ ვერ გაგრძელდება ეს მოლაპარაკებები. აქედან გამომდინარე, “ოცნება” რამდენად ადეკვატური იქნება, მოვა თუ არა მოლაპარაკებებზე, ამაზეა დამოკიდებული. როგორც ჩანს, ეს შესაძლებლობის ფანჯარაც იკეტება, ამიტომ ოპოზიცია გადავალთ სხვა სტრატეგიაზე და ამაზე გამცნობთ საჯაროდ”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

კომენტარები