„სხვისი ბრალია !!! ნეტა შერცხვათ მაინც ფარმადეპო-ჯიპისის ხალხს, ისე, საჯაროდ აღიარებისთვის კი არა, გულში მაინც შერცხვათ?“

-„სხვისი ბრალია !!!
ნეტა შერცხვათ მაინც ფარმადეპო-ჯიპისის ხალხს, ისე, საჯაროდ აღიარებისთვის კი არა, გულში მაინც შერცხვათ?
იცით, რაზე ვფიქრობ ახლა?! ქვეყნაში რამდენი ენერგია იფლანგებ ტყუილად. აი, მაგალითად დღეს. უკიდურესად დაძაბულია სიტუაცია. არ შევალ დეტალებში. მხარეები ერთმანეთს ასკდებიან.
ამდენი ენერგია იხარჯება და რისთვის?
ამ დრის ამდენი რეალური პრობლემაა ქვეყანაში, რაც მართლა აწუხებთ ადამიანებს და რაც მართლა მოსაგვარებელია და ეს ენერგია და მოთხოვნები საერთოდ არ არის მიმართული ამ პრობლემებისკენ. არც კი ახსენებს არც ერთი მხარე.
ან ეს პირბადის მაგალითი ავიღოთ. გასაგებია ხო იყიდება სააფთიაქო ქსელებში უხარისხო პროდუქცია, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას საბოლოოდ. სახელმწიფო რო ხარ, თუ აქამდე არ იცოდი და გამოგეპარა, ახლა ხო გაიგე, მთელი ფეისბუქი ამაზე რო ლაპარაკობს ამდენი ხანია . მიიღე ზომები. სანამდე უნდა იყოს ასე? სანამდე უნდა აკეთებდეს ერთი ადამიანი ჩართვებს საფრანგეთიდან და აქ კიდევ მოქალაქეები დარბოდნენ ხარისხის კონტროლის ინსპექტორებივით შესამოწმებლად აფთიაქებში? ხო უნდა იყოს რეგულაცია და შემდეგ ამ რეგულაციის ადმინისტრირება შესაბამისი ინსტიტუციის მიერ?! მიდი, შეამოწმე სახელმწიფო რო ხარ და თუ არაა სამედიცინო პროდუქცია, ისე დააჯარიმე, გაკოტრების პირას დადგეს. ხო გამოსწორდება მაშინვე ყველაფერი. კაი, არ აკეთებს ამას სახელმწიფო. ოპოზიცია რო ხარ, თუ შენ ვერ მოიფიქრე ეს თემა, ახლა ხო გაიგე, რო არსებობს ეს თემა, გაუკეთე პედალირება , ილაპარაკე ამაზე , აიძულე ხელისუფლება ზომები მიიღოს. მაგრამ არც ერთი და არც მეორე მხარე არაა რეალური პრობლემებით დაკავებული. არადა ეს ამდენი ენერგია ჰაერში მიდის. ორივე მხრიდან ფუჭად იფლანგება უზარმაზარი ენერგია…
რა გვეშველება ან თუ გვეშველება საერთოდ?!“
Giorgi Pkhakadze

#drpkhakadze

ჯპს აფთიაქი – GPC Pharmacy
Pharmadepot ∙ ფარმადეპო
Koka Kobaladze
კომენტარები