სხვისი დედამთილის ჩამოტანილი ჩურჩხელები დავინაწილეთ – ნინო ტომარაძე:

ნინო ტომარაძე:

 – კიდევ ერთი მხიარული ისტორია:
🥰🥰🥰ერთ სიტყვას არ ვამატებ,მართალ ამბავს მოგიყვებით:
5შვილის დედა ვარ,მაგრამ 2 წლის წინ ,მაშინ როცა ეს ამბავი მოხდა,მყავდა 4 შვილი.❤️❤️❤️
ასეთი ჩვევა მაქვს,რომ მეუღლის მოსვლის დრო როცაა კარს აღარ ვკეტავ გასაღებით,რომ პირდაპირ დასწიოს სახელური და შემოვიდეს.
ახალი წლის წინა დღეებია.რადგან 3ოთახიან ბინას გამათბობელი ვერ ათბობდა,ერთ ოთახში ვიყავით ხოლმე შეყუჟულები.😊😊😊
ვართ ოთახში მე და ბავშვები და უცებ შემოსასვლელიდან ისმის კარის დახურვის ხმა.ბავშვებმა “მამა მოვიდაო” დასძახეს და გაიჭრნენ კარისკენ.მე გავაგრძელე ტელევიზორის ყურება.🤭🤭🤭
უცებ შემოდიან ბავშვები და ხელში უჭირავთ ჩურჩხელების კონა.სულ იყო 10ცალი.ეგრევე გაგლიჯეს კონა და გაინაწილეს 2-2(ანუ 8ცალი😂)
2ცალიც მე მომცეს.😂😂😂 გავიქანე მეც ყბაში და ერთი ცალი მეუღლისთვის გადავდე.🤣🤣🤣
ჭამენ ბავშვები ჩურჩხელებს და მეორეთი ხანჯლაობენ.😂😂😂
ვიფიქრე რომ მეუღლე ხელების დასაბანად შევიდა აბაზანაში და მაგიტომ დააგვიანა ოთახში შემოსვლა.უცებ ისევ ისმის კარის ხმა და ამჯერად გავედი.😂😂😂
ვიყურები და არავინ არაა,მაგრამ ვხედავ რომ კარებთან კოხტად ალაგია 4 ჩანთა.🤷‍♀️🤷‍♀️🤷‍♀️
გადავწიე ერთ-ერთის ზედაპირი და ვხედავ სავსეა ნიგოზით,თხილით და ათასნაირი ნუგბარით.მაგრამ ბავშვებმა მხოლოდ ჩურჩხელები ამოიღეს.(თან ესენი როცა გავიდნენ მაშინ მხოლოდ 2ჩანთა იქნებოდა და დანარჩენი ორიც მეორე რეისზე მოიტანეს)🤭🤭🤭😂😂😂
გავაღე კარი და გავედი გარეთ,მეთქი ეს კაცი რას ეზიდება ამდენს…და შემეჩეხა ქალი კიდევ 2 ჩანთით.🙄🙄🙄
არც აცია,არც აცხელა შევიდა ჩემს სახლში და სანამ მე გონს მოვეგე კარიც მომიხურა.🤣😂😂
შევაღე კარი და შევყევი ფეხდაფეხ…ვუყურებთ ერთმანეთს და თან გასძახა “თავის ოჯახის წევრებს” მოვედიო…😂😂😂

ვინ ხართ მეთქი ვკითხე. სახელი მითხრა და შენ ვინღა ხარო შემომიბრუნა კითხვა.🤨ჩემი სახლია და პატრონი ვარ მეთქი…

ვაიმე,რომელი კორპუსია ესო?😂😂😂

ერთი სიტყვით გვერდითა კორპუსში მცხოვრები ქალის დედამთილი წინა საახალწლოდ მე მომადგა მთელი ძღვენით.😂😂😂თან სოფლიდან წამოუღია მთელი სურსათ-სანოვაგე.🥰🥰🥰
პატივი ვეცით და თავისი მოტანილი ჩურჩხელის ჭამა-ჭამით გადავატანინეთ ის ჩანთები იმ კორპუსში.😂😂😂😂მერე კი მოქექავდა ჩანთებს და ვეღარ ნახავდა იმ 10ჩურჩხელას,მაგრამ იმასაც კარგად გაიხსენებდა ბავშვები როგორ გემრიელად ჭამდნენ გადაცილების დროს.😂🤣😂😂😂
კომენტარები